გ ი ო რ გ ი ნ ი კ ო ლ ა ძ ე
გიორგი ნიკოლაძე 42 წლისა წავიდა ცხოვრებიდან და იმდენის გაკეთება მოასწრო, რომ მისი ღვაწლი მუდამ გამოიწვევს გაოცებასა და აღტაცებას. როცა მასზე ფიქრობ, გიგანტურ, მრავალწახნაგოვან ფიგურად აღიმართება: მეტალურგი, გეომეტრი, ტერმინოლოგი, გამომგონებელი, ტანმოვარჯიშე და მთასვლელი.
გიორგი ნიკოლაძე 1888 წელს დიდ ჯიხაიშში, ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ოჯახში. დედა – ოლღა გურამიშვილმა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი დაამთავრა, მერე შვეიცარიის, ციურიჰისა და ჟენევის უნივერსიტეტებში სწავლობდა და ზედმიწევნით განათლებული დაუბრუნდა მშობელ მხარეს: ერთხანს ქართულ სათავადაზნაურ გიმნაზიაში ასწავლიდა და იშვიათი პედაგოგიური ტალანტი აღმოაჩნდა, რომელიც შემდგომ სამი შვილის აღზრდას მოახმარა.
გეომეტრიისადმი მიდრეკილება გ. ნიკოლაძეს ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა. მას არ გაუვლია სპეციალური მათემატიკური სკოლა და რამდენიმეჯერ აღმოჩენილები „აღმოაჩინა“. მასვე უთქვამს: „ჩემი ცხოვრება, აღმოჩენილების აღმოჩენას შევალიე“-ო. თუმცა ეს მაინც გაზვიადებულად ნათქვამია, მან მნიშვნელოვანი წვლილი შიეტანა ქართული მათემატიკური სკოლის განვითარებაში.
თავისუფალ დროს დაკავებული იყო ტანვარჯიშით, ლექსების კითხვითა და წერითაც კი. 1913 წელს დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება დონბასში, ხოლო 1918 წელს კი პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება თბილისში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ტანვარჯიშში. მის მიერვეა შემოღებული ტერმინი „ტანვარჯიში“.
გატაცებული იყო ჭადრაკით. ცნობილი ექიმი ი. ასლანიშვილი იხსენებს: „თვალწინ მიდგას როცა ზაფხულობით, სადმე ჩრდილში ათ კაცს ეთამაშებოდა დაფაზე დაუხედავად“–ო.
რუსულთან ერთად მან კარგად იცოდა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები.
პარიზში მოღვაწეობისას გამოიგონა ელექტრონული არითმომეტრი, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდა არსებული არითმომეტრებისაგან. გ. ნიკოლაძემ მიღებული ევროპული და ამერიკული ფირმის წინადადებების მიუხედავად გამოგონება არ გაყიდა და მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებულმა ააგო მისი გამომთვლელის მოდელი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გადასცეს მოსკოვის პოლიტექნიკურ მუზეუმს, საიდანაც 1936 წელს დაიკარგა.
1931 წლის 23 იანვარს ლოგინად ჩავარდა ფიტვების ორმხრივი კრუპოზული ანთება განუვითარდა, ორგანიზმი ინფექციას ვერ მოერია და 5 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მადლობთ!!!